ბახტაძე: აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ყველა ჩვენგანს აქვს

რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადების შესახებ. აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენის კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

კომენტარები