რუსთავი 2-ის საქმე

საფრანგეთის ელჩი R2-ზე: ხელისუფლებისთვის ხალხის ხმის მოსმენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს

დემოკრატიის მთავარი პრინციპები არის გამჭვირვალე არჩევნები, თავისუფალი, პლურალისტული მედია და ნდობა სასამართლოს მიმართ. დემოკრატია გრძელვადიანი ბრძოლაა და ეს არ არის ის, რაც გარანტირებულია. საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება ამას, დემოკრატიისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა მესამე სექტორთან ერთად ცდილობს დაიცვას თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში.

რუსთავი 2 არის პატივსაცემი მედია. ვფიქრობ თუ არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ყალბ ახალ ამბებს, ხელისუფლებისთვის ამ აზრის მოსმენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მათ უნდა გაიგონ ხალხის ხმა და რუსთავი 2 წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს ამ ქვეყანაში. მე წარმატებას ვუსურვებ რუსთავი 2-ს და ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მანიე (რუსთავი 2-ის თარგმანი). ცნობისთვის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა და არხის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად, ახალი მფლობელის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები