Facebook

Economist: თინეიჯერები Facebook-ს ნაკლები სიხშირით იყენებენ

Telegraph

Economist წერს, რომ 16 წლის ამერიკელი მოზარდები Facebook-ს ნაკლებად იყენებენ, ვიდრე 60 წლის ადამიანები.

12-17 წლამდე მოზარდების რიცხვი, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც იყენებენ ვებგვერდს 2015 წელს 60% იყო, ხოლო 2019 წელს 39%-მდე დაეცა, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 18-24 წლამდე ადამიანებისთვის 60% არის, 25-44 წლამდე - 80%, 45-64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 58%, ხოლო 65 წლის და მეტის ადამიანებისთვის, დაახლოებით, 40% არის.

Snapchat-სთვის აღნიშნული რიცხვი 12-17 წლის მოზარდებისთვის 60%, ხოლო 18-24 წლამდე ადამიანების 80% არის. 25 წლიდან ზევით 40%-ზე ნაკლებია, ხოლო 45 წლიდან ზევით, დაახლოებით, 10%-ზე ნაკლებია. (Instagram-სთვის ეს მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: 12-17 წლამდე მოზარდები - 50%; 18-24 - 70%; 25-44 - 60%-ზე მეტი; 45-64 - 20%-ზე მეტი; 65 წელის და მეტის ადამიანები - დაახლოებით 10%.)

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც. 

RBC ბაკის წარმომადგენლის მარკ მაჰანეის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრ თინეიჯერს არ სურს იმ სოციალურ ქსელში დარეგისტრირება, სადაც მისი ბებიები ან ბაბუები არიან დარეგისტრირებულები, კიდევ ერთი მიზეზი არის ის თუ რა სახის კონტენტს სთავაზობს მომხმარებელს პლატფორმა - მაშინ, როდესაც Facebook-ზე შედარებით ახალი სოციალური ქსელები Snapchat და Instagram მომხმარებელს ყველა მომენტის გაზიარებას სხვადასხვა "ფილტრებითა" და ანიმაციებით "სთორების" სახით სთვაზობს, Facebook სიახლეებსა და მესიჯებს უფრო დიდ ყურადღებას უთმობს.

თინეიჯერების მიერ Facebook-ის ნაკლები მოხმარების მიუხედავად ვებგვერდზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება. 

2012 წელს Facebook-მა Instagram, ხოლო 2014 წელს WatsApp იყიდა. 2011 წელს კი Facebook-მა ვებგვერდიდან მიმოწერის აპლიკაცია Facebook Messenger გამოყო, შედეგად, ამჟამად Facebook, მეილის გამოკლებით, მსოფლიოში 5 ყველზე პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაციიდან ოთხს ფლობს.

პირველ ადგილზეა Facebook 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლით, მას მოსდევს WatsApp (1.5 მილიარდი მომხმარებელი), Facebook Messenger (დაახლოებით, 1.3 მილიარდი მომხმარებელი), WeChat (ჩიინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჩინური აპლიკაცია 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლით, მეტწილად, ჩინელები) და Instagram (1 მილიარდი მომხმარებელი).

მათ მოსდევთ აპლიკაციები, რომლებსაც ნახევარი მილიარდი ან ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ - TikTok, Weibo, Twitter, Reddit, Snapchat.

ვარაუდობენ, რომ წელს კომპანიის 68 მილიარდი დოლარიანი ბრუნვიდან 23% Instagram-ზე მოვა და მომავალ წლებში ეს ციფრი უფრო მეტად გაიზრდება (Instagram-ის ე.წ. სთორიში რეკლამის განთავსების გამო). ამავდროულად, რეკლამების განთავსება 2020 წლიდან WhatsApp-შიც გახდება შესაძლებელი, ხოლო Facebook საკუთარი ციფრული ვალუტის Libra დამატებას გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შენახვის პრობლემების გამო Facebook, შესაძლოა, 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმონ. ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) იძიებს ბრალდებას იმის შესახებ, რომ Facebook-მა 87 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია ამჟამად გაუქმებულ ბრიტანულ პოლიტიკურ საკონსულტაციო ფირმას Cambridge Analytica გაუზიარა.  

ვარაუდობენ, რომ ჯარიმა კომპანიას დიდად არ დააზარალებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Facebook-ის ბრუნვამ 15.1 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო წმინდა შემოსავალმა 2.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები