წყალმომარაგება

25 ივლისის დილიდან 26 ივლისის დილამდე, თბილისის რამდენიმე რაიონს წყალი არ ექნება

ერიკ თაიერი / REUTERS

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, გეგმურ ტექნიკური სამუშაოების გამო, 25 ივლისს, დილის 11:00 საათიდან 26 ივლისის, დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისანი-სამგორის რაიონების ნაწილს.

ნაძალადევის რაიონი - ხუდადოვის, ურიდიას, უიარაღოს და მიმდებარე ქუჩები. 

ჩუღურეთის რაიონი - 9 ძმის, ლებარდეს, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩები.

ისანი-სამგორის რაიონი - გუჯარეთის, მელაანის და მიმდებარე ქუჩები, ვაზისუბნის დასახლება და ვაზისუბნის I, II და III მ/რაიონები. ბერი გაბრიელის ქუჩა და შესახვევები, მოსკოვის გამზირი.

"წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მივაწოდეთ. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - აცხადებს კომპანია.

კომენტარები