ავსტრალია

მძღოლს, რომელიც ავსტრალიაში პოლიციის მანქანას დაეჯახა, 273 კილო მეტამფეტამინი აღმოუჩინეს

NSW POLICE

ავსტრალიაში ავტომობილით მოძრავი 28 წლის კაცი პოლიციის შენობის წინ გაჩერებულ პოლიციის მანქანას დაეჯახა. მას საპატრულო მანქანები დაედევნენ და ერთი საათის შემდეგ ქალაქის გარეუბანში დააკავეს.

მამაკაცის მანქანაში 273 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოჩნდა, რომელიც ღირებულებაც 140 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

მამაკაცს როგორც დიდი ოდენობის ნარკოტიკების არალეგალურად ფლობის, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევსითვისაც გაასამართლებენ.

ავსტრალიაში მეტამფეტამინი ყველაზე ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებაა და დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ამ ნივთიერებით ვაჭრობა უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა.

კომენტარები