Avengers:Endgame

AVENGERS:ENDGAME-მა ავატარს გაუსწრო და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა

Avengers:Endgame

დისნეისა და მარველის საერთო ფილმმა Avengers:Endgame-მა, ჯეიმს კამერონის 2009 წელს გადაღებულ ფილმს Avatar-ს გაუსწრო და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.

ამის შესახებ, მარველის ხელმძღვანელმა კევინ ფიჯმა და მისმა გუნდმა სან-დიეგოში გამართულ Comic-con-ზე ისაუბრეს.

"ვულოცავ მარველის სტუდიასა და დისნეის გუნდს, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივრების მსოფლიოს გარშემო, რომლებმაც აიყვანეს Avengers:Endgame ამ სიმაღლეზე", - თქვა დისნეის ხელმძღვანელმა ალან ჰორნმა.

პარასკევის მონაცემებით Avengers:Endgame-ის შემოსავალი $2,789.2 მილიარდს გაუტოლდა, Avatar-ის შემოსავალი კი მთლიანობაში $2,789.7 მილიარდს შეადგენს. სხვაობა, რაც ფილმების შემოსავლებს შორის არის, შაბათ-კვირის შემოსავლებით დაიფარება და Avengers:Endgame-ს ავატარზე მეტი შემოსავალი ექნება. მაგალითისთვის, გასულ შაბათ-კვირას მარველი ფილმის შემოსავალი მთელი მსოფლიოდან 2 800 000 ამერიკული დოლარი იყო.

Avengers:Endgame ამ წლის 22 აპრილს გამოვიდა და მას შემდეგ გარდა მაღალშემოსვლიანობისა, სხვა რეკორდებიც მოხსნა. ფილმი მარველის სტუდიისთვის რიგით 22-ე არის.

კომენტარები