IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
მოსახლეობის 59% ამბობს, რომ სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს. სასამართლოს დადებითად მხოლოდ 23% აფასებს, ხოლო 18% ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ აქვს.
კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



