მოგზაურობა

Air Canada-ს თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, დაშავდა 35 ადამიანი

REUTERS

სულ მცირე 35 ადამიანი დაშავდა კომპანია Air Canada-ს კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

თვითმფრინავი ვანკუვერიდან სიდნეისკენ მიფრინავდა და ბორტზე სულ 284 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შემდეგ, ის ჰავაის მიმართულებით გაუშვეს.

სამედიცინო დახმარება დაშავებულებს ჰონოლულუს აეროპორტში აღმოუჩინეს. BBC-ის ცნობით, მათ მცირე დაზიანებები აქვთ.

ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ სასტუმროს ჰონოლულუში, სანამ ავსტრალიაში ახალი რეისი არ დაიგეგმება.

კომენტარები