რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების ხელწერა [რეზინის ტყვიები], როდესაც საუბარია მშვიდობიან აქციაზე. ჩვენ დრო გვჭირდება, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. სიმართლე არის ძალიან მარტივი, ეს აქცია იყო ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი. ეს ხალხი იღებდა ამ კონკრეტულ ძალადობაში მონაწილეობას თუ არა, სხვა საკითხია. ეს აქცია იყო ძალადობრივი, რომელმაც მიიღო პარლამენტის შენობაზე შტურმის და ძალადობის სახე. ეს შტურმი გრძელდებოდა 7 საათი. ამ შტურმს პარლამენტი შიგნით, სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივი ელოდებოდა. სახელმწიფო გადატრიალება წლები იგეგმებოდა. აღკვეთილი იქნა, ვინმემ ვიდრე შეუშვა პარლამენტში? ან გგონიათ, რომ საბურავების საქმეს ვინმე არ მიიყვანს ბოლომდე? ეს ის პასუხისმგებლობაა, რის გამოც მე აქ ვარ.
tbl.ge/3uki
დაკოპირდა

თქვა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში 20 ივნისის ღამით აქციის დარბევის შესახებ.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




