NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ოკუპაცია

პარლამენტთან ტერიტორიას ასუფთავებენ, ანტისაოკუპაციო აქცია 19:00-ზე განახლდება

სამშაბათი, 9 ივლისი, 2019 - 13:13
tbl.ge/3u9z
დაკოპირდა

ამ დროისთვის პარლამენტის ტერიტორიაზე არც ერთი აქციის მონაწილეები აღარ არიან. მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სცენაზე სვლა შეძლეს, ისინი საღამომდე დაიშალნენ.

რუსთაველის გამზირი დატოვეს პროპუტინურმა ძალებმაც. ორგანიზატორების ნაწილი, მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილი აქციების დაშლის ან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გადატანის მომხრეა. მისი თქმით, თბილისი პრაიდს ეწინააღმდეგებოდა და ოკუპაცია ან გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. რუსული პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი მხარდამჭერებს რეგიონებიდან იხმობს.

20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და აქციის დარბევის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, თუმცა, 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას დილამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, პარლამენტთან ძალადობრივი დაჯგუფებები იყვნენ მობილიზებული. დილით პოლიციამ კორდონი დაშალა და "სირცხვილიას" მონაწილეებმა პარლამენტთან მოსვლა მოახერხეს.

ოკუპაციასირცხვილია

ამავე თემაზე

  • კვირა, 15 ოქტომბერი, 2023 - 16:52სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია
  • პარასკევი, 29 ოქტომბერი, 2021 - 21:03ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია
  • სამშაბათი, 5 ოქტომბერი, 2021 - 14:15სუს-ი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
  • ორშაბათი, 6 სექტემბერი, 2021 - 21:22სუს-ი: გადმოვიყვანეთ აშშ-ს მოქალაქე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს
  • ორშაბათი, 6 სექტემბერი, 2021 - 21:07 აშშ-ს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა
კვირა, 7 ივნისი, 2026 - 01:49

სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა

უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 23:30

უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 23:03

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს – თეა წულუკიანი
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 22:00

ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს – თეა წულუკიანი

ოჯახის ცნობით, კანადელი სტუდენტი საქართველოს საზღვარზე ADHD-ის მედიკამენტის გამო დააკავეს
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 21:23

ოჯახის ცნობით, კანადელი სტუდენტი საქართველოს საზღვარზე ADHD-ის მედიკამენტის გამო დააკავეს

ყველაზე კითხვადი

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
1ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
2რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში გაგზავნეს
3ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
4გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
5მარჯან სატრაპი, "პერსეპოლისის" ავტორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში