რუსეთი

პუტინი 2024 წლის შემდეგ მის პოლიტიკურ კარიერაზე: ნაადრევია ამაზე საუბარი

ვლადიმერ პუტინი
Vanity Fair

პუტინმა იტალიურ გაზეთთან Corriere della Sera ინტერვიუში 2024 წლის შემდეგ მის პოლიტიკურ კარიერაზე საუბრისას თქვა, რომ "ნაადრევია ამაზე საუბარი".

"ინტენსიური მუშაობის 5 წელი ჯერ კიდევ წინაა და თუ გავითვალისწინებთ იმ თავბრუდამხვევ სიჩქარეს, რა სიჩქარითაც სამყარო იცვლება, რთულია პროგნოზი," - ამბობს პუტინი იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში.

გასულ კვირას Britain’s Financial Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მემკვიდრეობა 2000 წლის შემდეგ ჰქონდა მოფიქრებული.

2024 წელს პუტინს მისი ამჟამინდელი პრეზიდენტობის ვადა ეწურება. ახლანდელი კანონით, რუსეთში ზედიზედ ორი ვადით არჩევის შემდეგ მესამე ვადით მოსვლა შეუძლებელია.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად 2000 წლის 7 მაისს გახდა. ამჟამად ის 66 წლის არის.

კომენტარები