საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. ის პირველ წრეში ბრიტანელ ჯეიმს უორდის დაუპირისპირდა.
ქართველ და ბრიტანელ ჩოგბურთელებს შორის მატჩი სამსაათნახევარი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ხუთ სეტში, ანგარიშით 2:6; 4:6; 6:4; 6:4; 8:6 მოიგო.
მომდევნო წრეში, ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთ ბრიტანელს - დანიელ ევანსს დაუპირისპირდება.