ეს პარტიის ხელმძღვანელის პოზიცია იყო ამგვარი დამოკიდებულება, რომ ასე ყოფილიყო. წინა შემთხვევებშიც ასეა და ამიტომ დღეს წინასწარ პროგნოზი არ სჭირდებოდა დიდი, რომ არ იქნებოდა რაიმე სანქციებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მედიასივრცე გადაჭედილი იყო მსგავსი "ნიუსებით", რომ დღეს რაღაც სანქციებზე უნდა ყოფილიყო თითქოს საუბარი. ეს, პირველ რიგში, ბუნებრივია, გამომდინარეობდა პარტიის ხელმძღვანელის პოზიციიდან. თუმცა, გუნდის წევრებიც არ იყვნენ მოწინააღმდეგეები იმ აზრის, რომ რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებზე არ ყოფილიყო საუბარი. თუმცა, გამოითქვა კრიტიკული აზრი ძალიან ბევრი, მათ შორის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში აფიქსირებდნენ ხოლმე გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას. ეს გუნდურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მეც დავუდასტურებ ბატონ გიას იმ პოზიციას, რომ არ არის კარგი, როდესაც გიწევს ადამიანს ბოლომდე იყო პრინციპული სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ერთი, ორი თუ სამი წევრი ამ მიდგომას გამოაკლდება, თან მაშინ, როდესაც მართალი ხარ და მეორე მხრიდან რაღაც მორალურ, რაღაც ღირებულებებზე გელაპარაკებიან ადამიანები რომლებიც არიან წამქეზებლები, რომლებიც არიან შემოქმედები იმისა, რაც მოხდა იმ ღამეს, რაზეც მთელი ამ დღეების მანძილზე მიდის საუბარი.
ქართული ოცნება
მდინარაძე: მათ მიმართ, ვინც გუნდის საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდა, კრიტიკული აზრი გამოითქვა
tbl.ge/3tei
დაკოპირდა

აღნიშნული 28 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




