ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი: მზად ვართ მივიღოთ რუსი ტურისტები

აფხაზეთის ტურისტული სფერო მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ, - ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა თქვა

"ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. გარდა ამისა, ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზმიც“, - აღნიშნა მან.

შეგხსენებთ, რომ 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

კომენტარები