არც ერთი ჯგუფის თავისუფლება არ უქმნის უმრავლესობას საფრთხეს, ეს არის მოგონილი სისულელე და პირიქით, რომელიმე ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ზღუდავს, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ჩრდილოეთით რუსეთი და არის კიდევ ერთი ქვეყანა, ირანი, რომელიც არ არის ჩვენი ოკუპანტი და მტერი ქვეყანა, მაგრამ იქაც ასეა. დღეს თუ იწყებ ერთი პატარა ჯგუფით, რომელიც არ მოგწონს და იძახი, რომ ისინი ვერ უნდა შეიკრიბონ მშვიდობიანად ცის ქვეშ, ხვალ არ მოგეწონება გრძელთმიანები, ზეგ თქვენი თვალების ფერი არ მოეწონებათ, მაზეგ ჩაცმულობა და მივალთ ირანის თეოკრატიულ სახელმწიფომდე, სადაც არის თავისუფლება შეზღუდული. ეს უნდათ, თქვენ გგონიათ, უმრავლესობას? ეს უნდა ავუხსნათ ხალხს
tbl.ge/3s3g
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია იმედის ეთერში, თბილისი პრაიდის შესახებ.
ამავე თემაზე
- "დღემდე ვერ ხერხდება ძალადობის პრევენცია" - ლომჯარია თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდა
- 3 მიმდინარე გამოძიება, 1 ჯარიმა – შსს თბილისი პრაიდის ოფისზე უკანონო ქმედებების შესახებ
- დავით ბერძენიშვილი: თბილისი პრაიდი იყო მიღწევა - გავიგოთ, თანასწორობა ყველაზე მაგარი რამაა
- Tbilisi Pride: შსს-მ ომბუდსმენის მეშვეობით შემოგვითვალა - "რაც გინდათ, ის ქენით"
- თაბაგარი: თბილისი პრაიდი შედგა, მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით