თუ გააგრძელებენ ძაღლობას და თან უკვე ჰომოსექსუალებს მოგვიქსევენ, ხალხი პასუხს გავცემთ. სახელმწიფოს მაგივრად გამოვიყენებთ ძალას, რომ აღიკვეთოს უწესრიგობა ქალაქში. არც ერთ ორგანიზაციაში არ ჩავატარებინებთ [პრაიდის ღონისძიებას]. სახლში ჩვენ არ დავდევთ, მაგრამ კერძო სივრცეს თუ გამოიყენებენ საჯარო შეხვედრებისთვის, საჯარო სივრცეა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ... ვალდებულია პოლიციელი, ხელკავი გაუკეთეს ელგებეტეს და წაიყვანოს სახლში, რომ მან არ გააკეთოს წასაბილწი აქციაა
ლგბტ კვირეული
ფალავანდიშვილი: სახელმწიფოს მაგივრად გამოვიყენებთ ძალას, რომ აღიკვეთოს უწესრიგობა ქალაქში
tbl.ge/3rvc
დაკოპირდა
სიძულვილის ჯგუფების ერთერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ "ხელისუფლება არ გვყავს". ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმებს" ქმნიან. მათი თქმით, რაზმები დაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძე ამბობს, რომ თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს".
ამავე თემაზე
- ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
- შსს: ფალავანდიშვილი წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დავაკავეთ
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
- ჩუგოშვილი პრაიდზე: ბევრ ქვეყანაში არ ტარდება იმიტომ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება მძლავრია
- "თავს მოგაჭრი და გავხდები გმირი" - თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მოკვლით ემუქრებიან