აშშ

ვერტმფრენი ნიუ იორკში, ცათამბჯენის სახურავზე ავარიულად დაჯდა და ხანძარი გამოიწვია

ვერტმფრენი ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ცათამბჯენის სახურავზე ავარიულად დაჯდა და ხანძარი გამოიწვია. 

ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ თქვა, რომ მე-7 ავენიუზე 54 სართულიანი შენობა მომხდარის შედეგად შეზანზარდა, თუმცა, ცეცხლის დამორჩილება შესაძლებელი გახდა. 

მისი თქმით, შესაძლოა ვერტმფრენში მსხდომთაგან ვინმე დაიღუპა, თუმცა, შენობაში არავინ დაშავებულა. 

შენობიდან ადამიანების ნაწილის ევაკუაციაც მოხდა. 

კუსანომ ასევე თქვა, რომ ნიუ იორკის მცხოვრებლებს 2001 წლის 11 სექტემბრის გამო პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა აქვთ, როცა იგებენ ამბავს, რომ თვითმფრინავმა მანჰეტენზე ავარია განიცადა. 

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისის დროით 23:00 საათზე მოხდა, წვიმიან და ნისლიან დღეს. 

გუბერნატორის თქმით, არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. 

კომენტარები