არჩევნები 2019

20:00-ის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 41.23%-ია, I ტურში - 34.27% იყო

ghn.ge

20:00-ის მონაცემებით მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 41.23% იყო. საკუთარი არჩევანი 18 105-მა მოქალაქემ გააკეთა. 

პარლამენტის შუალედური არჩევნების I ტურში აქტივობა 34.27% იყო. მაშინ საარჩევნო უბნებზე 15 049 მთაწმინდელი მივიდა.

ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულდა, ყველა საარჩევნო უბანი 20:00-ზე დაიხურა. საარჩევნო კომისია ხმების დათვლას დაიწყებს. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გამოქვეყნდება.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების კანდიდატს ლადო კახაძესა და ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს შალვა შავგულიძეს შორის გაიმართა.

კომენტარები