NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

რუსეთში "მედუზას" ჟურნალისტის გოლუნოვის დაკავება გააპროტესტეს, პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

პარასკევი, 7 ივნისი, 2019 - 22:08
tbl.ge/3r0v
დაკოპირდა

ონლაინ გაზეთის მედუზა ინფორმაციით, პოლიცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ფილიალთან შეკრებილ მომიტინგეებს აკავებს, რომლებიც მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავებას აპროტესტებდნენ.

პოლიციელები სათითაოდ მიდიოდნენ სხვადასხვა მომიტინგესთან, პლაკატებს ართმევენ, ჩხრეკდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ და პოლიციის ფურგონში სვამენ.

ერთერთმა მომიტინგემ, რომელიც პოლიციის ფურგონით წაიყვანეს, პოლიციელებს ჰკითხა, თუ რატომ აპატიმრებდნენ, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღო.

პოლიციამ მუნიციპალიტეტის კანონმდებელი ვიქტორ კოტოვიც დააკავა.

ერთერთ მომიტინგეს QR კოდი ეჭირა ხელში, რომლის სკანირებითაც გოლუნივის უკანასკნელ სტატიების ხილვა შეიძლებოდა. პოლიციამ აღნიშნული კოდიც შეამოწმა, თუმცა ეს მომიტინგე არ დაუკავებია.

დღის პირველ ნახევარში პოლიციამ ათეულობით მომიტინგე დააკავა, რომელთა უმეტესობა ჟურნალისტი იყო, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მოსკოვის შსს-სთან გოლუნოვის მხარდასაჭერად დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის შსს-ს უფროსს ოლეგ ბარანოვს სთხოვა, რომ ივან გოლუნოვის საქმე პირად კონტროლზე აეყვანა.

მოსკოვის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ გოლუნოვი უდანაშაულოა. რუსეთის დამოუკიდებელი მედიის არაერთი წამყვანი ჟურნალისტი მას დადებითად და თავისი საქმის პროფესიონალად აფასებს.

BBC-ს რუსული სამსახურის ჟურნალისტი სვეტლანა რეიტერი და გოლუნოვი ახლო მეგობრები არიან და რეიტერის დახასიათებით, გოლუნოვი შორს დგას ყველა სახის ნარკოტიკისგან.

"ეს საშიში და ცუდია ჩვენთვის. ჩვენი მუშაობა უკვე გართულებულია, როდესაც ამგვარი შემთხვევები ხდება, უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება კარიერის შეცვლა და მისი მიტოვებაა - თუმცა, არავინ აპირებს ამის გაკეთებას" – აღნიშნა რეიტერმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს მოსკოვში მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

ივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება კი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

მედუზას ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავება ცალკეულმა ადამიანებმა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.

ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს ნარკოდანაშაულის მიზეზით. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

რუსეთიმედუზაგოლუნოვიგამომძიებელი ჟურნალისტიმოსკოვიპოლიციამედია რუსეთშიპუტინი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 16:49პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
  • სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 15:38რუსეთი აცხადებს, რომ მაღალჩინოსნების ტელეფონებში უცხოური ჯაშუშური პროგრამები აღმოაჩინეს
  • ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026 - 14:52მედია: რუსეთში ეძებენ სოსნოვსკის მანიაკს – ის ომში კოლონიიდან გაიწვიეს და გაიქცა
  • სამშაბათი, 26 მაისი, 2026 - 17:51რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ოპოზიციონერი ემიგრანტების ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს
  • ორშაბათი, 25 მაისი, 2026 - 15:18დუგინი: შეიძლება ადამიანს ინტერნეტი ულუფებად მივცეთ, მაგალითად, კარგი ქცევის სანაცვლოდ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 16:38

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას

ზახაროვა: NATO-ს ბალკანეთის კონტროლი და რუსეთ-სერბეთის მტკიცე კავშირის გაწყვეტა სურს
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 16:14

ზახაროვა: NATO-ს ბალკანეთის კონტროლი და რუსეთ-სერბეთის მტკიცე კავშირის გაწყვეტა სურს

EU-ს ყველა ქვეყანა მიემხრო უკრაინა-მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 15:55

EU-ს ყველა ქვეყანა მიემხრო უკრაინა-მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

საფრანგეთმა თბილისში ბაზირებული დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია - Intelligence Online
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 15:45

საფრანგეთმა თბილისში ბაზირებული დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია - Intelligence Online

ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, ვითხოვთ პატივისცემას და თანასწორობას - გორდულაძე აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 15:12

ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, ვითხოვთ პატივისცემას და თანასწორობას - გორდულაძე აშშ-ზე

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
3პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
4უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
5რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში