ჩერნობილი

HBO-ს სერიალის შემდეგ, ჩერნობილში წასვლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა

telegraph.co.uk

HBO-ს სერიალის "Chernobyl"-ის გამოსვლის შემდეგ, ჩერნობილში წასვლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა - ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

სერიალი მაისში დაიწყო და მასში სულ 5 სერიაა, ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს ინფორმაციით მაისის შემდეგ სახლებისა და ტურების ჯავშნებმა 40%-ით მოიმატა.

Soloest Tours-ის დირექტორის, სერგეი ივანჩუკის თქმით, გასული წლის მაისთან შედარებით, წელს 30%-ით გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ჩერნობილში სურს წასვლა. ჯავშნები ივნისში, ივლისსა და აგვისტოში კი 40%-ით არის გაზრდილი.

Chernobyl Tour-ის დირექტორის იაროსლავ იამელიანენკოს თქმით, ისიც ჩერნობილში წასვლის მსურველების 30-40%-იან ზრდას ელის. მისი კომპანია ტურისტების სხვადასხვანაირ ტურებს სთავაზობს, მათ შორის შედის იმ ადგილის მონახულებაც, სადაც ოფიციალურმა პირებმა გადაწყვეტილება მიიღეს რომ აფეთქების შემდეგ ხალხის ევაკუაცია არ მოეხდინათ.

"ბევრი ხალხი მოდის აქ, ისინი კითხვებს სვამენ სერიალიდან გამომდინარე, ისინი გეკითხებიან ყველაფერზე. ხალხი უფრო და უფრო ცნობისმოყვარე ხდება", - თქვა გიდმა ვიქტორია ბროჟკომ.

HBO-სა და Sky Atlantyc-ის ახალი მინი სერიალი "Chernobyl" ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალაქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის "ჩერნობილის ხმები" მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზე არის დაფუძნებული.

კომენტარები