ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემს შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? - პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღსდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში
ხორავას ქუჩის საქმე
კალანდია: ჩემს შვილს არ გავაწირინებ, ბევრი შეეწირება მთავრობიდან, შსს-დან, პროკურატურიდან
tbl.ge/3qr7
დაკოპირდა
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამის მტკიცებით, სასურველი ჩვენების მისაცემად მას და მის შვილებს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში თენგიზ კალანდია ამბობს, რომ შეუძლია პოლიციელების ამოცნობა და მათი სახელებიც იცის, თუმცა, "ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა". მისი აზრით, როგორც კი სახელებს იტყვის, მას და მის უფროს შვილს, ლუკა კალანდიასაც დააკავებენ. ასევე, მათთან ერთად დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ კიდევ ორ ადამიანს.
ამავე თემაზე
- სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ კალანდიასთან სახელმწიფომ მორიგებაზე უარი თქვა – ადვოკატი
- ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული, გიორგი მენაბდე სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა
- დავით სარალაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
- სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა
- დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავეს