უკრაინა-რუსეთი

რუსებმა ოკუპირებულ დონბასში 5 წლის მანძილზე 240 ბავშვი მოკლეს

UNICEF

1 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

რუსულმა ძალებმა აკრძალული საარტილერიო სისტემით 700 სკოლა გაანადგურეს.

ამჟამად ოკუპირებულ დონბასში, რუსული აგრესიის ფონზე, 15 000 არასრულწლოვანი კვლავ საფრთხეშია - "ფსიქოლოგიური ტრავმა, რასაც ისინი იღებენ, სამუდამოდ მათ ცხოვრებაში დარჩება".

გაეროს ანგარიშის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ აგრესიას 3 000 მოქალაქე შეეწირა.

კომენტარები