აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა [TBC ბანკზე], მერამდენეჯერ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთი და იგივეს, რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად რომ ვისაუბრო დღევანდელ პრობლემაზე და მომავალში რა არის გასაკეთებელი, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში, იმიტომ, რომ ქვეყანა გინდათ წაიყვანოთ წარსულში. ორკესტრირებული შეტევა რა იყო, იცით? ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს ქართუზე, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი, გაიგეთ? მე მესმის, რომ თქვენ ყველანაირად ცდილობთ, ყველანაირი საქმე, რაც საქართველოშია, საქართველოს გარეთ არის, გლობალურად არის, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს, წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ და რატომ? მარტივია ეს ყველაფერი, 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ, ამაშია პრობლემა. რაც შეეხება ამ საქმეს [TBC ბანკის], ამ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე როგორც შესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას
საქართველოს პარლამენტი
პრემიერი: წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ
tbl.ge/3qdp
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში ოპოზიციას მიმართავს.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




