მედიცინა

აშშ-ში საავადმყოფოდან გაწერეს ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 245 გრამს იწონიდა

აშშ-ში საავადმყოფოდან გაწერეს ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 245 გრამს იწონიდა. 2018 წლის დეკემბერში, პატარა სეიბი, რომელიც ორსულობის 23-ე კვირაში დაიბადა იმდენივეს იწონიდა, რამდენსაც დიდი ზომის ვაშლის ნაყოფი. 

მშობიარობის შემდეგ ის სან დიეგოს Sharp Mary Birch-ის საავადმყოფოს ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმებმა სეიბის მშობლებს უთხრეს, რომ მას რამდენიმე საათი სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, ხუთი თვის შემდეგ ის გაწერეს, მისი წონა 2.5 კილოგრამი იყო. ექთანი, რომელიც სეიბის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ამბობს, რომ მისი გამოჯანმრთელება და გაწერა სასწაული იყო. 

ყველაზე პატარა ბავშვების რეესტრმა დაწერა, რომ ის მსოფლიოს ყველაზე პატარა ახალშობილია, რომელიც ნაადრევ მშობიარობას გადაურჩა. 

აიოვას უნივერსიტეტის რეესტრის თანახმად, წინა რეკორდი აღწერილია გერმანიაში, სადაც 2015 წელს აღწერეს ახალშობილი, რომელიც 252 გრამს იწონიდა. გასულ წელს იაპონიაში დაიბადა ახალშობილი, რომელიც 268 გრამს იწონიდა, რომელიც ყველაზე პატარა ბიჭია, რომელიც ნაადრევ მშობიარობას გადაურჩა. 

სეიბის დედამ გადაუდებელი საკეისრო კვეთის შედეგად სამი თვით ადრე იმშობიარა, მას შემდეგ რაც მას პრეეკლამპსიის დიაგნოზი დაუსვეს - მშობიარობის გართულება, რომელიც სისხლის მაღალ წნევას გულიხმობს და შეიძლება სასიკვდილო იყოს დედისთვის და ნაყოფისთვის. 

ვიდეოში, რომელიც საავადმყოფონ გაავრცელა, დედა ამბობს, რომ ეს "მის სიცოცხლეში ყველაზე საშიში დღე იყო". 
 

 

კომენტარები