რუსეთი

რუსმა ჟურნალისტმა მაღალჩინოსანს კორუფციის ბრალდებებზე ჰკითხა, მან კი სცემა

Vesti

რუსეთში, ციმბირში, ხაკასეთის რესპუბლიკის შირინსკის რაიონის მმართველმა სერგეი ზაიცევმა რუს ჟურნალისტს სცემა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მას კორუფციის ბრალდებაზე დაუსვა შეკითხვა. ჟურნალისტი სახელმწიფო მედიას რასია 24 წარმოადგენდა.

ზაიცევმა თქვა, რომ გადამღებმა ჯგუფმა მას პროვოკაცია მოუწყო, როდესაც შეკითხვები დაუსვეს 2015 წლის ხანძრის შემდგომ აღდგენითი სამუშაოებისას კორუფციაზე.

ჟურნალისტის თქმით, მას სურდა გაეგო, თუ სად წავიდა ბიუჯეტიდან მილიონები.

27 მაისს ზაიცევი პუტინის  პარტიიდან გარიცხეს. ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმისთვის მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2015 წლის ხანძარს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5000 კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები