დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე მემარცხენე-კონსერვატიულ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მემარცხენე-კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე პარტიას ქმნის.

როგორც ჭიჭინაძემ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, პარტიის პრეზენტაცია 22 ივნისს არის დაგეგმილი, ხოლო დამფუძნებელი ყრილობა სექტემბერში გაიმართება.

კითქვაზე, თუ ვინ და ვინ იქნება ახალი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში, ჭიჭინაძე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს და ამბობს, რომ პარტიის რიგებში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში აქტიურად იყვენე ჩართულები პოლიტაკში, და რომლებიც "რეალურ პოლიტიკას" ქმნიდნენ.

"პარტიაში იქნებიან არა ის ადამიანები, რომლებიც სულ ტელევიზორში იყვნენ, არამედ კონკრეტულად ის ხალხი, რომლებსაც უშუალოდ კონტაქტი აქვს მოსახლეობასთან. ესეთები იქნებიან ყოფილი საკრებულოს წევრები, ყოფილი გამგებლები, იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ის ადამიანები, ვინც პირველ ეტაპზე მხარში ედგა და ვინც გამარჯვება მოუტანა ყველა გაუშვა და არა მარტო ქართული ოცნების, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებოდნენ სხვადასხვა ეტაპზე" - ამბობს ტაბულასთან საუბარში ჭიჭინაძე.

"ბავშვი დაბადებული არ იყო, აბრაამს არქმევდნენო, ჯერ დაიბადოს და მერე დავარქვათ აბრაამი" - ასე პასუხობს ოცნებიდან გასული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კითხვას, არის თუ არა ამ დროისათვის ცნობილი სხვა დეტალები პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

ამასთან, დღეს, 23 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტიის შექმნა დაანონსა.

კომენტარები