დავით ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე: ქართულმა ოცნებამ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი - ქართველი ხალხი

ქართულმა ოცნებამ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი - ქართველი ხალხი - და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება.

ამის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად ოცნებას, თორემ "ბიუჯეტის ვირთხებს", ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ იმ მოპარულის დათმობა, რასაც ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში იპარავდნენ.

და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია "ოცნებას" არცერთ ენაზე არ ესმის. რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ თავიდანვე არ ესმოდათ.

მოკლედ, ქართულმა ოცნებამ საკუთარი თავი ამოწურა.

დასავლელმა პარტნიორებმა ვერდიქტი გამოუტანეს. ყველაზე დიდი სანქცია კი 2020 წელს ექნებათ, როდესაც საკუთარი მოსახლეობა უარს ეტყვის. იმიტომ, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების შესახებ საუბრობს.

კომენტარები