რობერტ პატინსონი

რობერტ პატინსონმა შესაძლოა ბეტმენის როლი შეასრულოს

Variety,com

რობერტ პატინსონმა შესაძლოა ბეტმენის როლი შეასრულოს - ამის შესახებ Variety-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია.

ფილმს Warner Bros. და DC Comics იღებენ, რეჟისორი კი მეთ რივსია.

ჯერჯერობით რობერტ პატინსონის ბეტმენის როლზე დამტკიცებასთან დაკავშირებით არავის ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Variety-ს ცნობით თვაილაითის ვარსკვლავთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ფილმის “The Batman”-ის გადაღება სავარაუდოდ 2019 წლის ბოლოს დაიწყება, მისი პრემიერა კი 2021 წლის 25 ივნისს შედგება.

კომენტარები