ინგლისელ მსახიობს, რობერტ პატინსონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კინოსტუდია Warner Bros.-მა ახალი ბეტმენის გადაღებები მეორედ შეაჩერა.
პაუზების გამო გადაღებები ნელი ტემპით მიმდინარეობს. რეჟისორის, მეტ რივზის განცხადებით, გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა მხოლოდ შვიდი კვირის განმავლობაში მოახერხა და ამ დროისთვის ფილმის 30%-ა მზად.
ახალი ბეტმენის პრემიერა 2021 წლის 30 სექტემბერსაა დაგეგმილი. პატინსონის გარდა ფილმში პოლ დანო, ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი, ჯეფრი რაიტი და პიტერ სკარშგორდი თამაშობენ.