შოტლანდია

81 წლის ქალი, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს 19 წლიდან ეძებდა, 103 წლის დედას პირველად შეხვდა

BBC

წარმოშობით ირლანდიელმა, 81 წლის ქალმა, ეილენ მაკენნმა ბიოლოგიური დედა, რომელიც 103 წლისაა პირველად ნახა.

ეილენი დუბლინში, ობოლთა თავშესაფარში გაიზარდა. მან მშობლების ძებნა 19 წლის ასაკში დაიწყო და ბიოლოგიურ დედას გასულ თვეს, შოტლანდიაში მიაგნო.

"მის სანახავად დაუყონებლივ გავფრინდი, ის ყველაზე ლამაზი და თბილი ქალია, ძალიან კარგად მიმიღო, ბედნიერებისგან ღრუბლებში დავფრინავდი," - ამბობს ეილენი, რომელმაც დედასთან ერთად, აღმოაჩინა, რომ 2 ნახევარძმაც ჰყავს.

კომენტარები