ნინო გვენეტაძე

"მე ნინო გვენეტაძეც კლანის წევრის მეგონა," - კობახიძის ხუმრობა გვენეტაძის შესახებ კითხვაზე

საქართველოს პარლამენტი

"მე ნინო გვენეტაძეც კლანის წევრი მეგონა," - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, ემსხვერპლა თუ არა ნინო გვენეტაძის თანამდებობა სასამართლოში არსებულ პრობლემებს, ხუმრობით პასუხობს. კობახიძე გვენეტაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშვნას ულოცავს.

ოპოზიცია გვენეტაძის პრორექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე ამბობს, რომ ეს მისი საჩუქარია დუმილის სანაცვლოდ, კობახიძე კი ოპოზიციის ამ განცხადებებს სპეკულაციებს უწოდებს.

"მე მინდა მივულოცო ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. მეც გახლავართ თსუ-ს პროფესორი და მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე, მთელი სულით და გულით ვულოცავ. რაც შეეხხება სპეკულაციებს ამას პასუხს ვერ გავცემ. მე ნინო გვენეტაძეც კლანის წევრის მეგონა, იმიტომ რომ მან რუსთავი ორთან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება , რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ და მეგონა რომ ისიც კლანის წევრი იყო. ამ სპეკულაციების მიზანი ერის ერთადერთი, რომ რამენაირად ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხოს რევანში სასამართლოსთან მიმართებით. ნაცმოძრაობას ჰქონდა სრული კონტროლი სასამართლოზე თანდათანობით კარგავდა ამ გავლენას, ბოლოს დაკარგეს გავლენა, როდესაც ერთერთი მნიშვნელოვანი სასამართლოს თავმჯდომარე ჩამოშორდა თავის თანამდებობას და არიან გამწარებულები, ვერ ეგუებიან იმას, რომ სასამართლოზე აღარ აქვთ არანაირი ბერკეტი და შესაბამისად აქვთ ერთადერთი ოცნება და ნატვრა, რომ რამენაირად მინიმალურად მაინც დაიბრუნონ სასამართლოზე გავლენა, თუმცა ამას ბუნებრივია ვერ ეღირსებიან," - ამბობს კობახიძე. 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმქიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. 

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან, 2018 წლის 2 აგვისტოს გადადგა, განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. ის პოსტს 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

უზენაესი სასამართლის ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწის კახა წიქარიშვილის მტკიცებით, ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო და თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა. 

გადადგომის შემდეგ გვენეტაძეს მისი წასვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია. 

კომენტარები