გიორგი გახარია პარლამენტში

გახარია პირად ჩანაწერებზე: უპასუხისმგებლობა იქნება, ვთქვა, რომ სრულად დაცულები ვართ

[დაცულები არიან თუ არა მოქალაქეების პირადი ცხოვრების საიდუმლოებები] შედარებითია ყველაფერი, ქალბატონო ეკა. უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ. არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ დაცულები არ ვართ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სუსტად ვართ და ბევრი გვაქვს სამუშაო

დეპუტატმა, ეკა ბესელია, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გაუვრცელებს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხა, არის თუ არა საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების საიდუმლოებები დაცული.

კომენტარები