მას აქვს საშუალება, უფლება, რომ თავისი თვალთახედვა ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და ის, ალბათ, თვლის, რომ ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს არ არის და ჰიპოთეტურად, ალბათ, თქვა. მე ახლა მისი სიტყვების რევიზორად ვერ გამოვდგები. არ მგონია, რომ ამ ფრაზამ, ახლა ნათქვამმა, რომელიც არც განიხილება, ამან უნდა რაიმე ზემოქმედება მოახდინოს
tbl.ge/3nmj
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებაზე. სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ “არ მგონია, ეს [აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსება] რეკომენდირებული იყოს. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული".
ამავე თემაზე
- შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო
- საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
- ტრამპი კობახიძეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის – ადმინისტრაცია
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები




