NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

პუტინის თქმით აშშ-ის შეთავაზებული გარანტიები ფხენიანის დასარწმუნებლად საკმარისი არაა

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2019 - 16:58
tbl.ge/3n9g
დაკოპირდა
კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინიReuters
კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინიReuters
კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინიReuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მისი აზრით აშშ-ის მხრიდან შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები ფხენიანის დასარწმუნებლად, დახუროს ბირთვული პროგრამა, საკმარისი არ იქნება.

მისი თქმით ეს გარანტიები სხვა ქვეყნებმა უნდა გაამყარონ, რომლებიც წარსულში ამ საკითხზე მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, მათ შორის რუსეთმა.

მისივე თქმით კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაცია განიხილეს:

"მანთ [ჩრდილოეთ კორეელებს] მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ. სულ ესაა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამაზე. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ თუ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ერთი მხარის მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის, მოთხოვნილია რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიები, ეს საერთაშორისო გარანტიების გარეშე შეუძლებელი იქნება. არაა მოსალოდნელი, რომ ორ ქვეყანას შორის რაიმე შეთანხმება საკმარისი იქნება." თქვა მან ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში საკუთარი ჯავშან-მატარებლით გუშინ ჩავიდა. ეს კიმის და პუტინის პირველი სამიტია.

შეხვედრის გახსნისას მათ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს.

"იმედი მაქვს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება ორ ქვეყანას შორის უფრო სტაბილური და მყარი ურთიერთობის განვითარების კუთხით, რომელთაც დიდი მეგობრობა და ისტორია აქვთ." თქვა კიმ ჩენ ინმა.

"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები კორეის ნახევარკუნძულზე და რა შეუძლია რუსეთს გააკეთოს პოზიტიური პროცესებისათვის ხელის შესაწყობად." თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კრემლის სპიკერის თქმით ისინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბრებენ. დმიტრი პესკოვის თქმით კრემლს მიაჩნია, რომ ბირთვული განიარაღებისათვის ყველაზე ეფექტური იქნება იმ მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა, რომელიც 2003 წელს დაიწყო და რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და აშშ იყვნენ ჩართული, თუმცა ამჟამად შეჩერებულია.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

რუსეთიჩრდილოეთ კორეააშშკიმ ჩენ ინივლადიმირ პუტინივლადივოსტოკიდენუკლეარიზაციადონალდ ტრამპიაშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 7 აგვისტო, 2023 - 17:09კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის იარაღის მწარმოებელი ქარხნები დაათვალიერა
  • პარასკევი, 20 აპრილი, 2018 - 13:03სერგეი ლავროვი: დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრას რუსეთი არ უმასპინძლებს
  • ხუთშაბათი, 18 იანვარი, 2018 - 13:10ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ჩინეთი გვეხმარება, რუსეთი ხელს გვიშლის
  • პარასკევი, 3 ნოემბერი, 2017 - 11:54"პუტინი მნიშვნელოვანია ჩრდ. კორეასთან ბრძოლაში" - ტრამპი შესაძლოა პუტინს შეხვდეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 14:47

4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა

POLITICO: უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების პროცესს აფერხებს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 13:43

POLITICO: უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

გვარაკიძე: თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 13:35

გვარაკიძე: თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 12:12

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

"საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას" - დაკავებულია 17 პირი
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 12:10

"საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას" - დაკავებულია 17 პირი

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში