აშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

"პუტინი მნიშვნელოვანია ჩრდ. კორეასთან ბრძოლაში" - ტრამპი შესაძლოა პუტინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუსას თქვა, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. 

"ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს და მას ჩრდილოეთ კორეა ჰქვია. უნდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ და თუ ვერ გადავჭრით, ეს მათთვის უსიამოვნოდ დამთავრდება. უფრო სწორად, არავისთვის არ დამთავრდება სასიამოვნოდ,"- თქვა ტრამპმა. 

აღნიშნული განცხადება ტრამპმა აზიაში 10-დღიანი ვიზიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებში ჩავა. 

"პუტინი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ჩრდილოეთ კორეასთან ჩვენი დახმარება შეუძლიათ,"- თქვა ტრამპმა.

აზიაში ვიზიტის მთავარი მიზანი, პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო შეთანხმების მიღწევაა "ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის" საკითხში.

"ვფიქრობ, ბევრი კარგი რამ მოხდება. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზიტია, რომელიც პრეზიდენტს განუხორციელებია,"- ამბობს ტრამპი.

კომენტარები