კობახიძის კანონპროექტი

ნინო ლომჯარია: ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის ფუნდამენტურ პრინციპს

ფარული კენჭისყრების გზით მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რაც გულისხმობს იმას რომ ნომინირება უნდა მოხდეს არა უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერით, არამედ იმ კანდიდატების, ვინც აჩვენებს საუკეთესო შედეგს, ვინც იქნება ყველაზე კვალიფიციური, ვინც იქნება ყველაზე კომპეტენტური, ხოლო ფარული კენჭისყრა ამ პრინციპს, რაც არის საყოველთაოდ აღიარებული, უთხრის ძირს. ამიტომ ჩემი მთავარი მესიჯია, რომ განიხილოთ აღნიშნული საკითხი. აქ დაისვა შეკითხვა, რას გირჩევთ მე - ვიცი, რომ გარკვეული ფორმალური გარანტიები არსებობს, რომ შესაძლოა, მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კიდევ ერთხელ სამუშაო ფორმატში შეკრებილიყავით დეპუტატები და კიდევ ერთხელ განგეხილათ, არის თუ არა სრულ შესაბამისობაში, იქნება თუ არა თქვენ მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი იმ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან, რაც კიდევ ერთხელ გასცეს ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციებმა და შესაძლებელია, ამ პროცესის მეორე მოსმენაზე დაბრუნებაზე გეფიქრათ.

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლონჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას. დეპუტატები სხდომაზე სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებებს, ე.წ. კობახიძის კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები