კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად ავლაბრის სასახლეში გამართულ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.
მოქმედმა პრეზიდენტმა სიტყვის გამოსვლის დროს თქვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება.
"საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.