მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანიაში "სლავური მასაჟი" ტრეფიკინგის გამოძიება დაიწყო, მათი ფეისბუქ გვერდი აღარ იძებნება.
უწყებამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის კუთხით.
ამ ინფორმაციას წინ უძღოდა კომპანიის ფეისბუქ გვერდის სექსისტური რეკლამები. რამდენიმე დღის წინ კი თბილისში მათი სარეკლამო ბანერიც გამოჩნდა, სახელწოდებით "ჩათლახბარათი".
კომპანიის გვერდი კი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებდა:

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.





