ჯულიან ასანჟი

WikiLeaks: ჯულიან ასანჟის კატა უსაფრთხოდაა

The Verge

ჯულიან ასანჟის კატა უსაფრთხოდაა, – ამის შესახებ ინფორმაციას WikiLeaks-ის გვერდი ავრცელებს. 

ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასაჟის კატა, სახელად ჯეიმსი, ასანჟთან ერთად ეკვადორის საელჩოში 2 წელი ცხოვრობდა. 

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ასანჟის კატა უსაფრთხოდაა. ასანჟმა ოქტომბრში ადვოკატებს საფრთხისგან კატის დაცვა სთხოვა",- წერია ვიკილიქსის Twitter-ის გვერდი. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უყურებს ჯეიმსი პატრონის დაპატიმრების კადრებს. 

ლონდონში ეკვადორის საელჩოში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ასანჟი საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები