კრიმინალი

შსს: სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა აღვკვეთეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისთვის 1996 წელს დაბადებული ვ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ. ჩ. დააკავეს.

"ბრალდებულები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები