ქართული ოცნება

კობახიძე: პოლიტიკა ბევრისთვის ბინძური თამაშია, ზოგ ჩვენ კოლეგას ამაში დიდი წვლილი შეაქვს

არის ასეთი გამოთქმა, რომ "პოლიტიკა არის ბინძური თამაში" და როდესაც მე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავიწყე, ცოტა სხვა მოტივიაციით შემოვედი და იმედი მქონდა, რომ ეს მითი დაიმსხვრეოდა, თუმცა ჩანს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში და არა მარტო ჩვენსაში, პოლიტიკა ბევრი ადამიანისთვის ბინძური თამაშია. ამ მოცემულობის რეალიზებაში, სამწუხაროდ, დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენ რამდენიმე კოლეგას, რომლებიც გავიდნენ უმრავლესობიდან

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი."

კომენტარები