ხანძარი გურიაში

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან ხანძარია - იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან ხანძარია - იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.

სამსახური აცხადებს, რომ შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო და ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები