NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუანდას გენოციდი

რუანდაში გენოციდის 25-ე წლისთავს აღნიშნავენ

კვირა, 7 აპრილი, 2019 - 13:56
tbl.ge/3lq8
დაკოპირდა

1994 წელს, 100 დღის განმავლობაში, ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის ექსტრემისტებმა 800 000 ადამიანი დახოცეს. მათი მთავარი სამიზნე იყო რუანდის მეორე ეთნიკური ჯგუფი, ტუტსი, თუმცა მათ ასევე დახოცეს პოლიტიკური ოპონენტები ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად.

ერთკვირიანი სამგლოვიარო ცერემონია დაიწყება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პოლ კაგამე აანთებს ჩირაღდანს მემორიალთან, სადაც დამარხულია გენოციდის 250 000 მსხვერპლი.

რუანდელების 85% ჰუტუები არიან, მაგრამ ტუტსის უმცირესობა დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. 1959 წელს ჰუტუმ დაამხო ტუტსის მონარქია, რის შემდეგად ათობით ათასი ტუტსი მეზობელ ქვეყნებში გადასახლდა. გადასახლებაში მყოფებმა ჩამოაყალიბეს მეამბოხეთა დაჯგუფება რუანდელ პატრიოტთა ფრონტი, რომელიც 1990 წელს რუანდაში შეიჭრა, ბრძოლა სამი წელი გრძელდებოდა, 1993 წელს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება.

1994 წლის 6 აპრილის ღამეს თვითმრინავი, რომელშიც რუანდის მაშინდელი პრეზიდენტი უვენილ ჰაბირამანა და ბურუნდის პრეზიდენტი სიპრიენ ნტარიამირა (ორივე ჰუტუ) იმყოფებოდნენ ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. პატრიოტულმა ფრონტმა თქვა, რომ თვითმფრინავი ჰუტუებმა ჩამოაგდეს, რათა გენოციდი გაემართლებინათ. 

ჰუტუ ექსტრემისტებმა ტერაქტში რუანდას პატრიოტული ფრონტი დაადანაშაულეს და მყისიერად დაიწყეს კარგად ორგანიზებული გენოციდი, რომელსაც მოსახლეობის მეთედი შეეწირა. სამხედროები მაჩეტეების გაოყენებით განსაკუთრებული სისასტიკით კლავდნენ ტუტსებს. სამხედროების გარდა სისხლისღრვრაში დანარჩენი საზოგადოებაც ჩაერთო, ქმრები კლავდნენ ცოლებს, რომლებიც ტუტსები იყვნენ, მღვდლები და მონაზვნები კი ხშირად კლავდნენ მათ, ვინც სამხედროებისგან თავშესაფარს ეძებდა. 

კონფლიქტის დაწყებისას გაეროს და ბელგიას სამხედრო ძალები განთავსებული ჰყავდა, მაგრამ მათ მკვლელობების შეჩერების მანდატი არ ჰონდათ. სომალში ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვიდან ერთი წლის შემდეგ აშშ-ს გადაწყვეტილი ჰონდა,  რომ არ ჩარეულიყო კიდევ ერთ აფრიკულ კონფლიქტში. ბელგიელება და გაეროს სამშვიდობოებმა კი ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც დაპირისპირებაში 10 ბელგიელი ჯარისკაცი მოკლეს.

რუანდაში გენოციდის თემა დღემდე იმდენად მგრძნობიარეა, რომ ეთნიკურობაზე საუბარი აკრძალულია. პრეზიდენტ კაგამეს მმართველობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა გაუმჯობესდა. 2017 წელს კაგამე მესამე ვადით მოსახლეობის 98.63%-მა აირჩია. კაგამეს პოლიტიკამ წაახალისა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება, თუმცა მას აკრიტიკებენ მმართველობის ავტორიტარული სტილის გამო. 

რუანდას გენოციდიჰუტუტუტსი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:58

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:37

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:05

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 16:59

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 15:54

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში