სამარშრუტო ტაქსები

მერის მოადგილე: სამარშრუტო ტაქსები ცენტრალურ ქუჩებზე აღარ ივლის

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსების ძირითადი ფუნქცია მეტროსთან და ავტობუსებთან დაკავშირება იქნება.

“მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან - მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება, სავარაუდოდ, ეს იმას გაითვალისწინებს, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა. ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად აახლებს თბილისის მერია.” - აცხადებს ვიცე-მერი.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის ზუსტ ვადებზე ვერ ისაუბრებს.

“დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში განახლდეს"

ხმალაძის თქმით, მერია უახლოეს პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის განვითარების ანგარიშს წარადგენს.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და ინტეგრირდება ძირითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან”.

კომენტარები