კრემლთან ახლოს კოლექტორიდან კაბელის ნაწილი მოიპარეს, რომელიც სამთავრობო კომუნიკაციებისათვის გამოიყენებოდა.
კაბელის ქურდები უკვე დააკავეს.
პოლიციის მიხედვით ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებისგან გასაქცევად მდინარეში გადახტა, თუმცა ის ყინულიანი წყლიდან ამოიყვანეს და დააკავეს.
სამართალდამცველების თქმით ქურდობას სამთავრობო კომუნიკაციებზე გავლენა არ მოუხდენია.