ხანძარი

რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია

ირაკლი კუპრაძე / Facebook

თბილისში, რუსთაველი გამზირზე "ქართული ოცნების" ოფისში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიაწოდა. 

მათივე ინფორმაციით, დამწვარია მაგიდა და 3 კვ. მ. ფართობის კედელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. 

ხანძარი ოფისს დაახლოებით 22:30-ისთვის გაუჩნდა. 

კომენტარები