NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პოლიციამ სასტუმროების ათობით ნომერში ფარულად დამონტაჟებული კამერები იპოვა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019 - 18:09
CNN
tbl.ge/3kbx
დაკოპირდა
The Economist
The Independent
telegraph.co.uk
TNW
The Telegraph

სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, სხვადასხვა სასტუმროს ნომრებში ფარული კამერები უკანონოდ იყო დამონტაჟებული -1600 ადამიანზე მეტს ვიდეოებს უღებდნენ, ჩანაწერებს კი ყიდდნენ. თანხის გადამხდელი ოთახს სწორედ კამერების საშუალებით უთვალთვალებდა.

დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ ორ ადამიანზე კი გამოძიება იკვლევს, აქვთ თუ არა მათ კავშირი მომხდართან.

კამერები სხვადასხვა სასტუმროს 42 ოთახში, ასევე 30 საცხოვრებელ ფართში იყო დამონტაჟებული, 10 ქალაქში.

კამერები დეკოდერებში, დენის წყაროებსა და თმის საშრობის სამაგრებში იყო დამალული. მყიდველი ვიდეოს პირდაპირ რეჟიმში უყურებდა.

საიტს, სადაც ვიდეოებს ანთავსებდნენ, 4000-ზე მეტი წევრი ყავს. 97 მათგანი თვიურად 44.95 დოლარს იხდიდა. მათ ვიდეოს განმეორებით ყურებაც შეეძლოთ.

პოლიცია ამბობს, რომ 2018 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე მათ 6000 დოლარზე მეტი მიიღეს.

"ამგვარი საქმე მანამდეც გვქონდა, არალეგალური კამერები თანმიმდევრულად და ფარულად სხვა დროსაც იყო დამონტაჟებული, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციამ აღმოაჩინა საიტი, სადაც ვიდეო ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა," - თქვა მან.

სამხრეთ კორეას სათვალთვალო კამერებთან და უკანონო გადაღებებთან სერიოზული პრობლემა აქვს. CNN-ი 2017 წელს 6400 ვიდეოს უკანონოდ გადაღების ფაქტზე საუბრობს.

2018 წელს უამრავი ქალი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, როგორც სეულიდან, ისე სხვა ქალაქებიდან. მათი სლოგანი "ჩემი ცხოვრება თქვენი პორნო არ არის" იყო.

საპასუხოდ, სეულმა ქალი ინსპექტორების ჯგუფი შექმნა, რომლებიც რეგულარულ ინსპექციას ატარებდნენ და საჯარო ტვალეტებში დამალულ კამერებს ეძებდნენ, თუმცა, ბევრმა ეს ყველაფერი გააკრიტიკა, რადგან ამ ნაბიჯს საზოგადოებრივ საკითხებზე ზედაპირულ რეაგირებად მიიჩნევდა.

ი ჯი სუ, IT სპეციალისტი, რომელიც ქალებს უნებართვოდ გადაღებული ფოტოების წაშლაში ეხმარება, CNN-ს ესაუბრა. გასულ წელს მისი კომპანიის კლიენტები საპროტესტო აქციების და ყურადღების გამო გაიზარდა.

"ყველა კლიენტი, უმეტესად მსგავს რამეს ამბობს - ისინი ძალიან გულგატეხილები არიან, "მინდა რომ მოვკვდე" ან "სახლს ვერ ვტოვებ." განსაკუთრებით, ვიდეოების მსხვერპლების თქმით, ქუჩაში სიარულისას გონიათ, რომ ხალხი მათ ცნობს.

იანვარში სამხრეთ კორეული პორნო საიტის, Soranet-ის თანამეპატრონეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 1.26 მილიონი დოლარი ჯარიმა დააკისრეს. პოპულარული საიტი წინა წელს გაითიშა, რადგან იქ მალულად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები იდებოდა.

სამხრეთ კორეასათვალთვალო კამერებიპორნო საიტისაპროტესტო აქციაარაკანონიერი გადაღებაCNN

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026 - 18:24სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
  • ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026 - 13:54სეულის სასამართლომ ყოფილ პრემიერმინისტრს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026 - 14:57სამხრეთ კორეის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს
  • სამშაბათი, 2 დეკემბერი, 2025 - 16:37სამხრეთ კორეის პროკურატურამ სეულის მერს ბრალი წაუყენა
  • ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025 - 13:47სამხრეთ კორეაში ავტობუსი ხალხში შევარდა - დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავდა 18

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 15:07

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:43

ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

სომხეთის პრორუსული ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:12

სომხეთის პრორუსული ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო (რ)
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:05

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო (რ)

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრად დენ ჯარვისი დაინიშნა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:02

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრად დენ ჯარვისი დაინიშნა

ყველაზე კითხვადი

ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
1ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
2ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
3აშშ-მ ირანის მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტების გადასარჩენად საზღვაო დრონი გამოიყენა
4ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
5"ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში