სტარმერის მთავრობა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრად დენ ჯარვისი დაინიშნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი დენ ჯარვისი  
   

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრად დენ ჯარვისი დაინიშნა.

პარლამენტარი 2024 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას იკავებს.

ჯარვისი, რომელიც ყოფილი ჯარისკაცია, პარლამენტის წევრად პირველად 2011 წელს აირჩიეს და 2017 წელს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთობლივ კომიტეტში მუშაობამდე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.


გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერმინისტრ კირ სტარმერისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ სტარმერის მთავრობამ ვერ გამოყო საკმარისი ხარჯები იმისთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით არსებულ მზარდ საფრთხეებს გაუმკლავდეს.

"მას შემდეგ, რაც აგიხსენით, რომ მე ვერ დავთანხმდებოდი თავდაცვის საინვესტიციო გეგმის (DIP) წინადადებაზე, რომელიც ჩვენს ძალებს საჭირო რესურსებს არ აძლევს, მე ახლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩა." – წერს ჰილი.

მან აღნიშნა, რომ "თავდაცვაში ეს ახალი ეპოქა დამატებითი ინვესტიციების ჩადებას საჭიროებს," თუმცა, ჰილის თქმით, სტარმერის მთავრობამ ვერ შეძლო ქვეყნის თავდაცვაზე საჭირო რესურსების გამოყოფა.

 

კომენტარები