2026 წელს გარდაცვლილები

ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

   
   

ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ცნობილი ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, როგორც მე-20, ასევე მე-21 საუკუნეებში, მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში 2026 წლის 11 ივნისს, მის 89-ე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე," - წერია ჰოკნის პუბლიცისტის, ერიკა ბოლტონის განცხადებაში.

ჰოკნი 1937 წელს ბრედფორდში დაიბადა, 60-იან წლებში კი აშშ-ში, ლოს ანჯელესში გადაცხოვრდა.

მისი ყველაზე ცნობილი ნახატი, "მხატვრის პორტრეტი (აუზი ორი ფიგურით)," 2018 წელს ნიუ-იორკში აუქციონზე 70 მილიონ გინვანქა სტერლინგად გაიყიდა, რამაც ცოცხალი მხატვრის მიერ ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატის რეკორდი დაამყარა.

 

კომენტარები