"ბატონო გიგა, მე მგონი, თქვენ ჩემთან დისკუსია მოგენატრათ და კიდევ მოვალ პარლამენტში, ნუ ღელავთ" - მიმართა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგა ბოკერიას 20 მარტის მოსმენის დასასრულს.
თეა წულუკიანის "მინისტრის საათი ხვალ, 12:00-ზე გაგრძელდება.
"ხვალ უნდა გამოვიდეს ხუთი გამოსვლელი ფრაქციებიდან, უმრავლესობიდან ორი, დასკვნითი სიტყვა, დაახლოებით სათი და 15 წუთი დაგვჭირდება" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.





